ქუთაისში ნამახვანჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ათასობით მოქალაქე ქუთაისის ცენტრშია შეკრებილი და ხეობიდან უცხოელი ინვესტორის გასვლას მოითხოვს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ისინი აქციებს კვლავ მოაწყობენ.
თავდაპირველად აქცია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფურჩხეთში, კომპანია ენკას უნდა გამართულიყო, თუმცა იმის გამო, რომ ხალხმრავლობას ელოდნენ, მიტინგმა ქუთაისში გადაინაცვლა.