ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს

2021-02-27 21:27:14

ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი ქალი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, 70 წლამდე ქალი გარდაცვლილი მისმა ახლობელმა ნახა.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით დაიწყო, რაც პირის განზრახ მკვლელობას ნიშნავს.