რუსთავში ავტობუსით მგზავრობა ფასიანი ხდება [video]

2021-02-27 19:38:13

რუსთავში, 1-ელი მარტიდან ახალი ავტობუსით მგზავრობა ფასიანი ხდება. [ვიდეო/video]

მგზავრობის საფასურის გადახდა მათ, ვისაც საშეღავათო ტარიფები არ შეეხოთ, როგორც შესაბამისი პლასტიკური ბარათით, ისე ნაღდი ფულითაც შეეძლებათ.

პლასტიკურ ბარათს სახელწოდებით "RUSTAVI CARD" სპეციალურად განთავსებულ საქართველოს ბანკის გადახდის აპარატებზე აიღებთ.

აღნიშნულ აპარატებს ქალაქის 5 ლოკაციაზე შეხვდებით:

მესხიშვილის #14

კოსტავას #17

მეგორბობის #18

ლეონიძისა და მესხიშვილის ქუჩების კვეთა

მე-19 მიკრორაიონის #17 კორპუსი

პლასტიკური ბარათის ღირებულება 2 ლარია, თანხის შეტანა ბალანსზე კი იმავე აპარატებიდან შეგიძლიათ, სადაც ბარათს შეიძენთ.

ნაღდი ფულით გადახდის შემთხვევაში გაითვალისწინეთ, რომ აპარატი მიიღებს მხოლოდ 10, 20 და 50 თეთრიანს.

მგზავრობის ღირებულება მათთვის, ვისაც შეღავათები არ ეხებათ, 50 თეთრი იქნება.

შეგახსენებთ, რუსთავში 8 თებერვლიდან ახალი ავტობუსებით გადაადგილება უფასო იყო.

ვიდეო ინსტრუქცია სამგზავრო პლასტიკური ბარათის აღებისა და გამოყენების შესახებ ნახეთ მითითებულ ბმულზე.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები
RUSTAVI