გორში, ჭალის დასახლებაში, მდინარე მტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
ცხედარი მდინარეში გამვლელებმა დაინახეს და პოლიციას შეატყობინეს.
ჯერჯეროით გარაცვლილის ვინაობა უცნობია.
ადგილზე სამართალდამცველები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები მუშაობდნენ.
როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.