ქვეითს ავტომობილი დაეჯახა

2021-02-27 18:29:35

სოფელ რუისთან, მაგისტრალზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გარდაცვლილია 30 წლამდე მამაკაცი.

არსებულიი ინფორმაციით, მამაკაცი ქვეითად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას ავტომობილი დაეჯახა.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.