ოქროს ბირჟა დააყაჩაღეს

2021-02-26 15:52:41

ზუგდიდის ცენტრში მდებარე ოქროს ბირჟა დააყაჩაღეს. თვითმხილველების თქმით, სავაჭრო ცენტრიდან წაღებულია ოქრო.

გავრცელებული ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრში ორი ახალგაზრდა მამაკაცი შეიჭრა. ისინი, სავარაუდოდ, შეიარაღებულები იყვნენ, თუმცა, ადგილზე გასროლა არ ყოფილა.

გამტაცებლები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ამ დროისთვის უცნობია, რა ღირებულების ოქროა წაღებული.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებითა დაწყებული, რაც ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ზუგდიდის ცენტრში საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.