კახეთში, ლაგოდეხის მუნიციპაკიტეტის სოფელ გელათთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
ერთმანეთს გზის საპირისპირო მხარეს მოძრავი „მერსედესის“ მარკის და „ოპელის“ მარკის ავტომობილები შეეჯახა. ავარიის შედეგად, ერთი მგზავრი, 38 წლის კაცი, ადგილზე დაიღუპა, 2 კი დაშავდა.
როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ნიშნავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.