რუსთავში სკოლის მოსწავლეებს კოვიდ19 დაუდასტურდათ

2021-02-26 00:11:37

რუსთავში, სხვადასხვა სკოლის 4 მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

დადასტურებულ შემთხვევებს შორის ორი #4 საჯარო სკოლის მოსწავლეა. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის, მამუკა ხამხაძის განცხადებით, კოვიდინფიცირებულები 1-ელი და მე-8 კლასის მოსწავლეები არიან. ხამახაძის განცხადებითვე, მე-8 კალსის მოსწავლე ბოლო პერიოდში სკოლაში არ ცხადდებოდა, ამიტომაც დისტანციურ რეჟიმზე მხოლოდ 1-ელი კლასი გადავიდა.

კორონავირუსი ასევე დაუდასტურდა #18 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსაწავლეს. დირეტქორის, ნატალია ჯავახიშვილის თქმით, კლასი სასწავლო პროცესს ონლაინ რეჟიმში გააგრძელებს.

დადასტურებულ შემთხვევებს შორისაა 28-ე სკოლის მოსწავლე. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის, ნათია მაზანიშვილის განცხადებით, კლასი არ გადასულა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე, რადგანაც მოსწავლე ბოლო 1 კვირის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ვირუსი მისი ოჯახის წევრს აღმოაჩნდა, სკოლაში არ გამოცხადებულა.

სკოლის მოსწავლეები სწავლების ონლაინ მეთოდზე 2 კვირის განმავლობაში დარჩებიან.

დირექტორები ამბობენ, რომ ეპიდემიოლოგებს მასწავლებლების თვითიზოლაციაში გადასვლის რეკომენდაცია არ გაუციათ, რადგანაც პედაგოგები კოვიდ19-ზე პერიოდულად მოწმდებიან.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები