რუსთავში საწარმოები შეფერხებით მუშაობენ

2021-02-25 18:51:34

რუსთავში არსებული საწარმოების ნაწილში სამუშაო პროცესი შეფერხებით მიმდინარეობს.

ბუნებრივი აირის მიწოდების შეზღუდვის გამო რამდენიმე საამქრომ შეაჩერა მუშაობა საწარმო "აზოტში". როგორც კომპანიის დირექტორმა ლევან ბურდილაძემ "ინფო რუსთავს" განუცხადა, შეფერხება დროებითია და "ყოველ წუთს ელოდებიან ბუნებრივი აირის აღდგენას". მისი თქმით, თანამშრომლები ადგილზე ელოდებიან სამუშაო პროცესის განახლებას.

ერთი საამქროშია მუშაობა შეჩერებული საწარმო "ჯეოსთილში". კომპანიის წარმომადგენელი ვერ გვიდასტურებს, გამოიწვია თუ არა შეფერხება ბუნებრივი აირის შეზღუდვამ, თუმცა დანამდვილებით ამბობს, რომ ამ დროისთვის საამქროში ღუმლის შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს და ვარაუდობს, რომ პროცესი "1-2 დღეში დასრულდება".

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, შეფერხებები ფიქისრდება მეტალურგიულ ქარხანაშიც.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები