რა შემთხვევაში გაათავისუფლებენ ნიკა მელიას

2021-02-25 18:14:45

პროკურატურაში აცხადებენ, რომ ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართავენ.

შესაბამისი განცხადება რამდენიმე წუთის წინ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა გააკეთა.

„2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, ბრალდების მხარე გამოთქვამს მზადყოფნას თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართოს ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე", - განაცხადა გულუაშვილმა.