რუსთავში ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა [video]

2021-03-02 00:00:37

რუსთავში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა გარდაიცვალა. [ვიდეო/video]

25 წლის გოგა ხიდაშელი მკურნალობის კურსს რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა.

სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების პირველივე დღიდან პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ აფასებდა კლინიკის ანესთეზოლოგ-რეანომატოლოგი გიგა ნერგაძე.

შეგახსენებთ, რუსთავში, მშვიდობის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა 21 თებერვალს მოხდა.

"ინფინიტი"-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამოტრიალდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 2 ადამიანი ამ დრომდე კლინიკაში იმყოფება და მკურნალობის კურსს გადის.