სპორტული დარბაზების გახსნის თარიღი ცნობილია

2021-02-24 14:45:27

სპორტული დარბაზები 15 მარტიდან ფუნქციონირებას განაახლებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, სპორტდარბაზები განსაზღვრული რეგულაციების დაცვით გაიხსნება.

„კონფერენცია და ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით განახლდება 1 მარტიდან. 15 მარტიდან ფუნქციონირებას განაახლებენ სპორტდარბაზები, განსაზღვრული რეგულაციების დაცვით“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.