როგორია კორონავირუსის სტატისტიკა

2021-02-23 11:06:29

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 493-ით გაიზარდა.

საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 552 ადამიანი, 10 კი გარდაიცვალა.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 869 კვლევა, აქედან 13 410 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 6 459 PCR-ით.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 2,48%-ია, ბოლო 14 დღის - 2,4%, ბოლო 7 დღის - 2,4%.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 268 995-ს შეადგენს. აქედან 262 796 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 457 გარდაიცვალა