სპეცრაზმმა ნიკა მელია დააკავა.
“ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე პარტიის ოფისიდან ცოტა ხნის წინ გამოიყვანეს.
სპეცრაზმელებმა იმ ოთახის შტურმი მოახდინეს, სადაც ნიკა მელია სხვა ოპოზიციის ლიდერებთან ერთად იყო გამაგრებული.
მანამდე კი, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის გარე პერიმეტრზე, სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გოიყენეს.
ამ წუთებში, ენმ-ს ოფისთან, სამართალდამცველებსა და ნიკა მელიას მხარდამჭერებს შორის დაპირისპირებაა. არსებული ინფორმაციით, არიან სხვა დაკავებულებიც.