მოპედის მძღოლებს შესაძლოა მართვის მოწმობის აღება მოუწიოთ.
ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.
„იგეგმება მოპედის რეგისტრაცია, მოპედზე მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარება და მართვის მოწმობის გაცემა“, – თქვა გომელაურმა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე.
ცნობისთვის, მოპედის მძღოლებისთვის მართვის მოწმობის გაცემაზე ორი წლის წინაც იყო საუბარი, თუმცა მაშინ ეს ცვლილება არ განხორციელდა.