რუსთავში, მე-17 მიკრორაიონში, სასურსათო მაღაზია "ორი ნაბიჯი" გაქურდეს.
ქურდობის ფაქტი ე.წ. კომენდანტის საათის მოქმედების დროს მოხდა.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, მაღაზიიდან თამბაქო და ალკოჰოლური სასმელები მოიპარეს, რომელთა ღირებულებამ, დაახლოებით, 1 000 ლარი შეადგინა.
ფაქტზე რუსთავის პოლიციამ 2 არასრულწლოვანი დააკავა.