რუსთავში მოსწავლეს კოვიდ19 დაუდასტურდა

2021-02-19 12:13:16

რუსთავში, მე-5 საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც სკოლის დირექტორმა თამარ გოგაძემ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ბავშვი მე-6 კლასის მოსწავლეა და კლასი, რომელშიც ის ირიცხება, სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, 5 მასწავლებელი კი თვითიზოლაციაშია.

თამარ გოგაძის განცხადებით, მოსწავლე სკოლაში ბოლოს სამშაბათს, 16 თებერვალს იმყოფებოდა. სკოლის დირექტორის თქმით, მოსწავლესთან კონტაქტში მყოფი პირების ტესტირება საჭიროების შემთხვევაში მოხდება.