აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა:
ამერიკის შეერთებული შტატები ღრმად არის შეშფოთებული საქართველოში პოლიტიკური მოვლენების უახლესი განვითარებით. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოამჟღავნონ თავშეკავება და თავიდან აირიდონ ნებისმიერი მოქმედებები ან რიტორიკა, რომელმაც შეიძლება დაძაბულობის ესკალაცია ან ძალადობა გამოიწვია. დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოიქცეს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად და განამტკიცოს თავისი ერთგულება დემოკრატული პრინციპების, ინდივიდუალური თავისუფლებებისა და კანონის უზენაესობის მიმართ სასამართლო და საბრალდებო სისტემების პოლიტიკური მიკერძოებულობისგან თავისუფლების უზრუნველყოფით.
ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს დემოკრატიულ, უსაფრთხო და წარმატებულ საქართველოს. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, მუშაობას, კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტებისთვის ხელშეწყობისთვის.