გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
"მჯერა, რომ ქვეყანაში არსებული კონფრონტაცია და ქიშპი საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას. მიუხედავად ამისა, ჩემი გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება იმ იმედით მივიღე, რომ შემცირდება პოლარიზაცია და მოხდება სიტუაციის დეესკალაცია",- დაწერა ტვიტერის ანგარიშზე გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ საგანგებო ბრიფინგზე თანამდებობის დატოვებაზე განცხადება გააკეთა. გახარიას განცხადებით, მისი გადაგომა ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებას უკავშირდება, რადან მიიჩნევს ეს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხეს შექმნის.