რუსთავში მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა.
როგორც სკოლის დირექტორმა ნაირა ქარუხნიშვილმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, ბავშვი მე-4 კლასის მოსწავლეა და მთელი კლასი სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.
ნაირა ქარუხნიშვილის განცხადებით, მოსწავლე სკოლაში ბოლოს ორშაბათს,15 თებერვალს, იმყოფებოდა. მისი თქმით, იგეგმება ინფიცირებულ მოსწავლესთან კონტაქტში მყოფი 25 ბავშვისა და 5 მასწავლებლის გატესტვა ვირუსზე.
დეზინფექცია ჩაუტარდა კლასს, სადაც ინფიცირებული მოსწავლე იმყოფებოდა.