კორონავირუსით კიდევ 9 ადამიანი გარდაიცვალა

2021-02-18 11:09:25

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3399 პირი ემსხვერპლა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 267 313-ს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 260 266-ს.