"ყველამ ერთად ვიხილეთ გავრილოვის სასამართლო"

2021-02-17 22:49:28

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, მისთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ პირველი განცხადება გააკეთა.

"მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის. ძალიან დიდი სოლიდარობა ვიგრძენი უკანასკენი დღეები განმავლობაში. მთავარი, გუშინ ჩვენ ვიხილეთ ყველამ ერთად ვიხილეთ გავრილოვის პარლამენტი, დღეს კი ყველამ ერთად ვიხილეთ გავრილოვის სასამართლო. ყველაზე მთავარი, ხვალინდელი დღე ჩვენი მომავალი მხოლოდ და მხოლოდ ჩვენზე არის დამოკიდებული...

დღვანდელ სასამართლოზე გამოტანილი ვერდიქტი არ ასამართლებს ერთ ცალკეულ ადამიანს, ან 3, ან 10 ცალკეულ ადამიანს. ვსამართლდებით ამ განაჩენით ყველა, ვინც ვდგავართ ისტორიის სწორ მხარეს. ვინც 2019 წლის 20 ივნისს გამოვიდა რუსთაველის გამზირზე, ქვეყნის მთავარ გამზირზე, ზმა აიმაღლა, არ შეუშინდა, სამართლიანად აღშფოთდა. თვალებში ჩახედეს უსამართლობას, რომელსაც ბატონი გავრილოვის სახით სთავაზობდა ქართული ხელისუფლება და თვალებგახელილმა ახალგაზრდებმა რეზინის ტყვიებს, დათვებზე სანადირო ტყვიებს თვალები არ დაუხუჭეს და თვალების დაკარგვის ხარჯზე სიამაყე, ღირსება და თავისუფლება შევინარჩუნეთ.

ასამართლებენ ყველა იმ ადამიანს, ვინც არის მხადამჭერი უკეთესი ხვალინდელი დღისა. არის მომხრე განვითარებული საქართველოსი. რა დილემის წინაშე ვდგავართ, ან თავისუფალი საქართველო, ან დამონებული საქართველო. ან ღირსეული საქართველო, ან ღირსებააყრილი საქართველო. მე დარწმუნებული ვარ, რეჟიმი დგას მხოლოდ და მხოლოდ ძალმომრეობაზე. ჩვენ ვდაგავრთ სიმართლეზე.

ჩვენს მხარეს არის ის სიმართლე, რომლის გამოც ისტორიულად თაობებს ყველაზე ძვირფასი, რაც მათ გააჩნდათ, სიცოცხლეც კი დაუთმიათ. ბიძინა ივანიშვილო, თავისუფლების იდეა ბატონო სერგეი გავრილოვო არ სამართლდება, არ გასამართლებულა არასოდეს, ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში და არც გასამართლდება. ეს ძალმომრეობა და ძალადობა დამთავრებულია. თქვენ გაწყვითეტ ის ჯაჭვი, რომელიც გეგონათ, რომ იყო ძალიან მყარი. ჯაჭვი უკანონობისა, ჯაჭვი უსამართლობისა და აი ეს ძლიერება, უსამართლობის ძლიერება, რომელიც თქვენ გეგონათ, რომ იქნებოდა სამარადჟამო. დასრულებულია.

მე საქართველოს მოსახლეობას ვულოცავ გამარჯვებას, იმიტომ რომ დღეს ჩვენ გავიმარჯვეთ. გამარჯვებულები ვართ არამხოლოდ პოლიტიკურად, არამხოლოდ ზნეობრივად, სულიერადაც გამარჯვებული ვართ, იმიტომ რომ ამ ყველაფრისთვის ჩვენს წინაპარს უცხოვრია, რომ პატივი ჰქონოდათ წილად და ებრძოლათ და მოეპოვებინათ ამ ბრძოლის შედეგად თავისუფლება. აგერ ვართ ბრძოლის წინა ხაზზე, ფინიშის სწორზე, სადაც გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზე არის. მინდა, რომ საზოგადოებამ იცოდეს წაშლილია ყოველგვარი პარტიული ატრიბუტიკა, პარტიული ნიშანი, დასრულებულია, არ არსებობს პარტიული პოლიტიკა. არსებობს ორი მხარე, ეროვნული მოძრაობის ინტერესები და მეორე მხარეს ოკუპანტის ინტერესები და ივანიშვილის წარმომადგენლები. ან ვდგავართ ერთ მხარეს, ან მეორე მხარეს. მიხარია, რასაც ახლა ვხედავ და ვგრძნობ, რომ აბსოულუტური უმრავლესობა ვდგავართ ისტორიის სწორ მხარეს",- განაცხადა ნიკა მელიამ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში ნიკა მელიას გარდა განცხადებები გააკეთეს სხვადასხვა ოპოზიციური პარტის ლიდერებმაც.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მოსამართლემ ნინო ჩახნაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა ნიკა მელიასთვის გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით შეცვლა დააკმაყოფილა.