პედიატრმა თემურ მიქელაძემ პანდემიით გამოწვეულ პრობლემებზე ისაუბრა. მისი თქმით, ბავშვებმა საგრძნობლად მოიმატეს წონაში, ახასიათებთ აღგზნებადობა, უძილობა, საგნის შესწავლის ან ათვისების პრობლემა:
პირველ რიგში, წამოვიდა სხვადასხვა პრობლემები, როგორიც არის მაგალითად, აღგზნებადობა, უძილობა, რაც დაკავშირებულია როგორც ეკრანდამოკიდებულებასთან, ასევე ბინის პირობებში გამოკეტვასთან.
აქედან გამომდინარე, მეორე დღეს ეს ბავშვები გამოუძინებლები, დასტრესილები არიან, აქვთ საგნის შესწავლის ან ათვისების პრობლემა. ამიტომ, ჩვენი რეკომენდაციაა, რომ დღის განმავლობაში სამჯერ მაინც გავიდნენ ბავშვები გარეთ.
გარდა ამისა, ბავშვებიდან წამოვიდა უკვე ზედმეტი აგრესია, რაც შემდეგში საკმაოდ რთული სამართავია. შეიძლება კორონავირუსული ინფექცია მარტივად მიმდინარეობდეს ბავშვებში და უმრავლესობა ვირუსს უპრობლემოდ გადაიტანს, მაგრამ ნეიროფსიქიატრიული პრობლემების მოგვარება მერწმუნეთ, საკმაოდ რთულია",-აცხადებს პედიატრი თემურ მიქელაძე.