აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის ენტონი ფაუჩის განცხადებით, კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, შესაძლოა, გრიპის ვაქცინის მსგავსად, ყოველწლიურად გასაკეთებელი ვაქცინა გახდეს.
„იმედი გვაქვს, შეგვიძლია ეს განსაკუთრებული ეპიდაფეთქება და მთელი მისი განშტოებები მთელს მსოფლიოში ვირუსის სხვადასხვა ვერსიის ციკლური გამეორების გარეშე შევაკავოთ. ასე რომ თქვენ ყოველწლიურად სხვაგვარად უნდა დავუპირისპირდეთ მას,“- აღნიშნა ფაუჩიმ.
მისივე თქმით, სრულიად შესაძლებელია, რომ მეცნიერები უკვე მუშაობდნენ კორონავირუსის უნივერსალურ ვაქცინაზე, რომელიც ვირუსის ყველა ვარიანტს დაუპირისპირდება.
აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, აშშ-ში კორონავირუსის ახალი ვარიანტების სულ მცირე 1 299 შემთხვევაა დადასტურებული. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული შემთხვევების უმეტესობა, ვირუსის B.1.1.7 ვარიანტია, რომელიც პირველად გაერთიანებულ სამეფოში დაფიქსირდა. აღნიშნული ვარიანტი აშშ-ის 41 შტატსა და ვაშინგტონშია გამოვლენილი. ე.წ. სამხრეთ აფრიკული ვარიანტის - B.1.351 - 19 შემთხვევა 9 შტატსა და ვაშინგტონში, „ბრაზილიური ვარიანტის“ - P.1 - 3 შემთხვევა კი 2 შტატშია დაფიქსირებული.