შვილმა დედა დაჭრა

2021-02-15 22:52:00

კახეთში, სოფელ განჯალაში შვილმა დედა დაჭრა.

43 წლის ქალს ჭრილობა ცივი იარაღით მუცლის, გულ-მკერდისა და ქვედა კიდურის არეში აქვს მიყენებული.

დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მას ამ დროისთვის გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია უტარდება. ექიმების თქმით, ქალი მართვით სუნთქვაზეა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პოლიციას დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი დადგენილი ჰყავს. მათი ინფორმაციით, მიმდინარეობს მისი გამოკითხვა.

სამართალდამცავებმა მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.