რუსთავში ინფიცირებულ მასწავლებელთა რიცხვი გაიზარდა

2021-02-16 10:26:22

რუსთავში კორონავირუსით ინფიცირებულ მასწავლებელთა რიცხვი გაიზარდა.

როგორც "ინფო რუსთავს" რუსთავის  რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, თამარ ხეჩიკაშვილმა, განუცხადა, ბოლო მონაცემებით, მასწავლებელთა აქტიური ტესტირების შედეგად კორონავირუსი 37 პედაგოგს დაუდგინდა. მათ შორის 28 საჯარო სკოლის მასწავლებელია, ხოლო 9 კერძოსი.

ხეჩიკაშვილის თქმით, ინფიცირებული მასწავლებლების სასწავლო პროცესს დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებენ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ რუსთავში სკოლებში სწავლა განახლდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები