ქართველების გერმანიაში ლეგალურად დასაქმება

2021-02-14 18:09:14

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრი ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძე გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ან ელჩს, ჰუ­ბერტ ქნირშს შეხ­ვდა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მხა­რე­ებ­მა გერ­მა­ნი­ა­ში დრო­ე­ბით ლე­გა­ლუ­რად და­საქ­მე­ბა­ზე ისა­უბ­რეს.

“გერ­მა­ნი­ის შრო­მის ბა­ზარ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს დრო­ე­ბი­თი ლე­გა­ლუ­რი და­საქ­მე­ბა 3 თვით შე­ეძ­ლე­ბათ. სე­ზო­ნუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი გერ­მა­ნი­ა­ში 1 აპ­რი­ლი­დან და­ი­წყე­ბა. რე­გის­ტრა­ცი­ის გავ­ლა კი 15 თე­ბერ­ვლი­და­ნაა შე­საძ­ლე­ბე­ლი და მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა. და­საქ­მე­ბა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სექ­ტორ­ში სე­ზო­ნურ სა­მუ­შა­ო­ებ­ზეა შე­საძ­ლე­ბე­ლი.
სა­მუ­შა­ოს მა­ძი­ე­ბე­ლი პირ­ვე­ლად რე­გის­ტრა­ცი­ას სპე­ცი­ა­ლურ სა­რე­გის­ტრა­ციო პორ­ტალ­ზე http://workabroad.gov.ge/ გა­დის.

სე­ზო­ნურ სა­მუ­შა­ო­ებ­ზე და­საქ­მე­ბის მსურ­ვე­ლი უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს შემ­დეგ მო­თხოვ­ნებს: უნდა იყოს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე; ასა­კი: 18 წლი­დან 60 წლამ­დე; გერ­მა­ნი­ა­ში გამ­გზავ­რე­ბამ­დე 3 თვით ადრე პე­რი­ოდ­ში არ უმოგ­ზა­უ­რია შენ­გე­ნის სივ­რცე­ში; ფი­ზი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბა; მო­სავ­ლის აღე­ბის სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა და მო­ტი­ვა­ცია; ნე­ბის­მი­ე­რი მი­ზე­ზის (დარ­ღვე­ვის) არარ­სე­ბო­ბა, რაც იწ­ვევს ქვე­ყა­ნა­ში ხე­ლახ­ლა შეს­ვლის შე­ზღუდ­ვას;

გერ­მა­ნუ­ლი ან ინ­გლი­სუ­რი ენის ელე­მენ­ტა­რულ სა­კო­მუ­ნი­კა­ციო დო­ნე­ზე ცოდ­ნა (ჯგუ­ფუ­რად და­საქ­მე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მი­ნი­მუმ ერ­თმა წევ­რს უნდა შე­ეძ­ლოს გერ­მა­ნულ ან ინ­გლი­სურ ენა­ზე კო­მუ­ნი­კა­ცია). ენის ცოდ­ნის მო­თხოვ­ნას გან­სა­ზღვრავს დამ­საქ­მე­ბე­ლი.

სე­ზო­ნურ სა­მუ­შა­ო­ებ­ზე და­საქ­მე­ბა სხვა­დას­ხვა სე­ზო­ნუ­რი მო­სავ­ლის აღე­ბას გუ­ლის­ხმობს. და­საქ­მე­ბის ხან­გრძლი­ვო­ბაა 1-დან 3 თვემ­დე. სა­მუ­შაო დრო: 5-6 დღე კვი­რა­ში; 8 - 10 სა­ა­თი დღე­ში. მი­ნი­მა­ლუ­რი ხელ­ფა­სი - 9.50 ევრო სა­ათ­ში (და­რი­ცხუ­ლი), რო­მელ­საც გა­მო­აკ­ლდე­ბა გა­და­სა­ხა­დე­ბი, კვე­ბი­სა და სა­ცხოვ­რებ­ლის ხარ­ჯე­ბი.

რე­გის­ტრა­ცი­ის შემ­დეგ, სსიპ და­საქ­მე­ბის ხელ­შე­წყო­ბის სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, კონ­კრე­ტუ­ლი ვა­კან­სი­ის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, უკავ­შირ­დე­ბი­ან და­საქ­მე­ბის მსურ­ვე­ლებს. სერ­ვის­ცენ­ტრში მის­ვლი­სას მსურ­ველს თან უნდა ჰქონ­დეს პი­რა­დო­ბის ელექტრო­ნუ­ლი მოწ­მო­ბა და/ან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის ბი­ო­მეტ­რი­უ­ლი პას­პორ­ტი.

კონ­კრე­ტულ ვა­კან­სი­ა­ზე და­საქ­მე­ბის მსურ­ველ­თა შე­სა­ხებ მო­ნა­ცე­მე­ბი მი­ე­წო­დე­ბა გერ­მა­ნელ დამ­საქ­მე­ბელს. და­საქ­მე­ბა­ზე სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იღებს გერ­მა­ნე­ლი დამ­საქ­მე­ბე­ლი. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ეც­ნო­ბე­ბა თი­თო­ე­ულ მსურ­ველს. გერ­მა­ნე­ლი დამ­საქ­მებ­ლის მხრი­დან და­დე­ბი­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, დამ­საქ­მე­ბე­ლი მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბის მსურ­ველს უგ­ზავ­ნის შრო­მით ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც მხა­რე­ებს შო­რის გა­ფორმ­დე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში გამ­გზავ­რე­ბამ­დე”, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა სა­ქარ­თვე­ლო­ში გერ­მა­ნი­ის ელჩმაც. ჰუ­ბერტ ქნირ­შის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს გერ­მა­ნი­ის სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში და­საქ­მე­ბა სე­ზო­ნუ­რად, მაქ­სი­მუმ 90 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ეძ­ლე­ბათ.

რო­გორც ჰუ­ბერტ ქნირშმა აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლო არის პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნა, ვის­თა­ნაც გერ­მა­ნი­ამ აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო.

"ვი­წყებთ პრო­ექტს, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს ქარ­თვე­ლე­ბის და­საქ­მე­ბას გერ­მა­ნი­ა­ში სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში სე­ზო­ნუ­რად. სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნია იწყე­ბა რო­გორც ინ­ტერ­ნეტ­ში, ასე­ვე შრო­მის სა­ა­გენ­ტოს მეშ­ვე­ო­ბით. ეს არის შე­დე­გი იმ ორ­წლი­ა­ნი ინ­ტენ­სი­უ­რი მუ­შა­ო­ბი­სა, ერთი მხრივ, სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან, რა­შიც სა­ქარ­თვე­ლოს შრო­მის სა­ა­გენ­ტო და მი­ნის­ტრი აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი და მე­ო­რე მხრივ, გერ­მა­ნი­ის მხა­რე და გერ­მა­ნი­ის და­საქ­მე­ბის სა­ა­გენ­ტო.

რო­გორც მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, ეს არ არის გერ­მა­ნი­ა­ში იმიგ­რა­ცი­ის პრო­ექ­ტი, არა­მედ, ეს არის დრო­ე­ბი­თი სე­ზო­ნუ­რი სა­მუ­შაო გერ­მა­ნი­ა­ში, რო­მე­ლიც მაქ­სი­მუმ 90 დღეს გრძელ­დე­ბა. ეს იქ­ნე­ბა სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი გერ­მა­ნი­ა­ში სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის დარ­გში. ჩვენ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი კარ­გად იც­ნობს ამ დარ­გს და შე­ეძ­ლე­ბათ წვლი­ლი შე­ი­ტა­ნონ რო­გორც გერ­მა­ნი­ის სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში, ასე­ვე, ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ თა­ვი­სი ქვეყ­ნის იგი­ვე სფე­რო­ში.

გერ­მა­ნია ამ პრო­ექტს ყვე­ლა ქვე­ყა­ნას­თან არ ახორ­ცი­ე­ლებს, ჩვენ ამას ვი­წყებთ სა­ქარ­თვე­ლო­თი. პირ­ვე­ლად, დიდი ხნის შემ­დეგ ვიწ­ვევთ სა­მუ­შაო ძა­ლას სხვა ქვეყ­ნი­დან. გან­სა­კუთ­რე­ბით მო­ხა­რუ­ლი ვართ, რომ ჩვენ შევ­ძე­ლით და ამას ვა­კე­თებთ იმ რთულ გლო­ბა­ლურ პან­დე­მი­ურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში და გან­სა­კუთ­რე­ბით რთულ სო­ცი­ა­ლურ პი­რო­ბებ­ში, რაც ამ პან­დე­მი­ამ წარ­მოქ­მნა. მო­უთ­მენ­ლად ველი შე­დე­გებს ამ პრო­ექ­ტი­დან“, - გა­ნა­ცხა­და ჰუ­ბერტ ქნირშმა.