კორონავირუსით კიდევ 9 ადამიანი გარდაიცვალა

2021-02-14 12:14:05

ბოლო 24 საათში COVID 19-ის გამოვლენილი ინფიცირების 357 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 150 შემთხვევა, აჭარაში – 19, იმერეთში – 49, ქვემო ქართლში – 20, შიდა ქართლში – 24, გურიაში – 35, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 27, კახეთში – 19, მცხეთა-მთიანეთში – 2, სამცხე-ჯავახეთში – 9, რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში – 0.

ამ ეტაპზე ქვეყანაში მძიმე პაციენტია 435, მათ შორის, თბილისში – 174, აჭარაში – 39, იმერეთში – 130. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 105 პირი, მათგან თბილისში – 70, აჭარაში – 5, იმერეთში – 12.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 9 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა  19 345 ტესტი, გამოჯანმრთელდა 652 ადამიანი.

14 თებერვლის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 265 557 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 258 093 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 352 კი გარდაიცვალა.