ქუთაისის მახლობლად 73 წლის მამაკაცი დააუთოეს.
რკინიგზის სადგურ "რიონის" მიმდებარედ ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ყაჩაღები შეიჭრნენ. ასაკოვან კაცს ფული მოსთხოვეს, უარის მიღების შემდეგ კი უთოთი აწამეს.
როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მოხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბ და მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტებით არის დაწყებული, რაც ჯგუფურად ყაჩაღობას და ბინაში უკანონო შეღწევას გულისხმობს.