სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჭედილში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციის, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შემთხვევის ადგილზე 72 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. მეორე მგზავრი კი მძიმედ დაშავდა.
როგორც საინფორმაციო სააგენტოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ნიშნავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.