ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

2021-02-12 20:17:16

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილი შეეჯახა ბეტონის ჯებირს, რის შედეგადაც ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა.

როგორც ,,ინფო რუსთავს” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება მიმდინარეობს 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.