ძლიერი ხანძარი თბილისში

2021-02-12 18:44:38

თბილისში, აგლაძისა და გუდაუთის ქუჩების კვეთაზე ხანძარია. ცეცხლი სამშენებლო მასალების მაღაზიებს უკიდია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 14 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული.

ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.