დარღვევები საზოგადოებრივი კვების ობიექტში [photo]

2021-02-13 00:35:22

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა შპს „პრემიერში“ (მის: დიღმის მასივი მე-2 კვ, მე-13 კორპ.) სახელმწიფო კონტროლის შედეგად, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა და კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს,- ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ კანონმდებლობის თანახმად, საზოგადოებრივი კვების ობიექტს შეუჩერდა საწარმოო პროცესი და ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა.

ამასთან, სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესსექტორს, დაიცვას სურსათის უვნებლობისადმი არსებული კანონის მოთხოვნები, ხოლო მომხმარებელს - დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუკავშირდეს და აცნობოს ცხელ ხაზს - 1501.