რუსთაველი მოკრივეების წარმატება

2021-02-11 23:08:09

უნგრეთში, ქალაქ დებრეცენში, სამოყვარულო კრივში მიმდინარე  საერთაშორისო ტურნირის ფინალურ ეტაპზე რუსთაველი მოკრივეები იბრძოლებენ.

საქართველოს მოკრივეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ლაშა გურულმა და გუნდის წევრმა ნიკოლოზ ბეგაძემ ორთაბრძოლები წარმატებით დაასრულეს და პირველობისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვეს.

დასკვნით ეტაპამდე მოკრივეებმა გრძელი გზა გაიარეს, ჯამში, გურული გამარჯვებული 2 ბრძოლაში, ბეგაძე კი, 3 შერკინებაში გახდა.

ნახევარფინალში, გადამწყვეტ შეხვედრაში, 63 კგ წონით კატეგორიაში გუნდის კაპიტანმა, ლაშა გურულმა უნგრელი მოკრივე დაამარცხა. 91+ კგ წონით კატეგორიაში კი ნიკოლოზ ბეგაძემ რუმინელ მოწინააღმდეგეს სძლია.

მოკრივეებმა უკვე ვერცხლის მედლები გაინაღდეს, თუმცა ბრძოლა ახლა მთავარი პრიზისთვის, ოქროსთვის შედგება.

ეს მსოფლიოს ფედერაციის ტრადიციული ტურნირია, რომელიც 65-ე წელია ტარდება ზედიზედ და მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოდიან ნაკრებები. ამ ტურნირზე 22 ქვეყანა ვიღებთ მონაწილეობას. შედეგი არის ის, რომ იმ წლის ტურნირზე შენი სახელი და გვარი რჩება.

თანაც, ამ პანდემიის გამო, 1 წელი გაჩერებული იყო სპორტული ღონისძიებები და ძალიან საინტერესო იქნებოდა, როგორ დაიწყებოდა 2021 წელი და ჩემთვის ისე დაიწყო, როგორც ვიშრომე და მოველოდი კიდეც”, - უყვება ლაშა გურული “ინფო რუსთავს”.

გურული ფინალში უნგრელ, ბეგაძე კი, ინგლისელ  მოკრივეს დაუპირისპირდება.

ორთაბრძოლები 12 თებერვლას გაიმართება.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ნაკრების დანარჩენი სამი წევრი პირველივე წრეში გამოეთიშა ასპარეზობას.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები