ქობულეთში 14 წლის გოგომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
გარდაცვლილი გოგო სოფელ ქაქუთში იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანზე გარდაცვალებამდე 2 თვით ადრე სექსუალურად იძალადეს, დამნაშავე კი უკვე დაკავებულია.
მომხდართან დაკავშირებით სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
როგორც “ინფო რუსთავს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.