ხმაური რუსთავის საკრებულოს სხდომაზე

2021-02-08 20:29:10

რუსთავის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო.

ერთმანეთს საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი და ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გურამ ლაცაბიძე სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

საკრებულოზე კენჭი უყარეს სამგზავრო ტარიფის ცვლილებასა და მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეღავათებით მოსარგებლეთა ქვეპროგრამის წესში ცვლილებას, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა, თუ ვინ ისარგებლებს მგზავრობის დროს საშეღავათო ტარიფით.

ცვლილების შესაბამისად, მგზავრობა უფასო იქნება ვეტერანებისა და შშმ პირებისთვის.

სიტყვიერი დაპირისპირება გურამ ლაცაბიძის მიერ წარდგენილ ინიციატივას მოყვა, რომლის მიხედვითაც ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ითხოვდა, რომ ახალი ავტობუსებით მგზავრობა მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვისა და ბაღის მოსწავლეებისთვისაც, ან მათი მშობლებისთვის, უფასო ყოფილიყო.

"ჩვენ გამოვედით ინიციატივით, რომ მოსწავლეებისათვის, სტუდენტებისათვის, რომლებიც ძალიან დიდი რაოდენობით გადაადგილდებიან ნორმალურ მდგომარეობაში რუსთავიდან თბილისში და პირიქით, ასევე დაიწყოს მუშაობა შესაბამის ფორმაზე და ბავშვთა ბაღის აღსასრდელებისთვის, ან მათი მშობლებისთვის მთლიანად დასუფსირდეს ეს თანხა და მუნიციპალური ტრანსპორტი იყოს უფასო. დღეს ამის წინააღმდეგ გამოვიდნენ ქართული ოცნების წევრები საკრებულოში. ეს იდეა არ მოსწონთ და იძახიან, რომ ჩვენ რაიმეს პოლიტიკურად ვსპეკულირებთ. ცხადია, ეს იდეა მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქალაქის მცხოვრებთა საუკეთესო ინტერესებს ემსახურება",- განაცხადა გურამ ლაცაბიძემ.

საკრებულოს თავმჯდომარის ლევან ონიანის განცხადებით, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების ინიციატივა პოლიტიკური სპეკულაციაა.

"ამ წლების განმავლობაში ყველა მივეჩვიეთ მათ მხოლოდ და მხოლოდ რეპლიკებს, რომლის უკანაც არაფერი არ დგას. იქ გაჟღერდა და სასაცილოც აღარ არის, სატირალია, თურმე ჩვენ ახალგაზრდების ხარჯზე გვინდა რომ მუნიციპალურმა ტრანსპორტმა იმოძრაოს. ალბათ ყველა გონიერი ადამიანი მიხვდება და ამაზე დიდხანს არ გავჩერდები. იმ კითხვას რაც შეეხება, რომ სკოლამდე აღსაზრდელებს შეღავათი უნდა დავუწესოთ, კარგი იქნება, თუ კანონებს ჩახედავენ და მიხვდებიან, რომ 6 წლამდე ბავშვები უფასოდ მგზავრობენ. ეს ისევ და ისევ მეტყველებს მათ, ბრჭყალებში, ღრმადჩახედულობაზე საქმეში",- განაცხადა ლევან ონიანმა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები