კარანტინი კიდევ 2 სოფელში გამოცხადდა

2021-02-08 19:43:40

ცოფის შემთხვევები ქობულეთის კიდევ ორ სოფელში დაფიქსირდა.

2 თვიანი კარანტინი ამჯერად ცხრაფონასა და წყავროკაში დაწესდება.

კარანტინი ეხება შინაური ცხოველების გადაადგილებას, ასევე იკრძალება ხორცისა და რძის პროდუქტების რეალიზაცია.

სოფლებში დაიწყება შინაური ცხოველების იძულებითი ვაქცინაცია.

ინფიცირების წყარო, ქობულეთში ცოფის 1-ელი შემთხვევის დაფიქსირების მსგავსად, ამჯერადაც ტურაა. წყავროკაში ტურამ ძაღლი დაკბინა. სოფელ ცხრაფონაში კი ტურის ლეში იპოვეს.

შეგახსენებთ, რომ ცოფის გამო, ქობულეთის 4 სოფელში - ჯიხანჯურში, ცეცხლაურში, ლეღვას სამხრეთ და ქაქუთის აღმოსავლეთი ნაწილში ამავე მიზეზით, 60 დღიანი კარანტინი მოქმედებს.