ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს

2021-02-08 12:40:00

გორში, სუხიშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა გოგოს ცხედარი იპოვეს.

30 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვა ნახა.

ახალგაზრდას 2 მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, თუმცა შემთხვევის დროს ბავშვები სახლში არ იმყოფებოდნენ. ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟია მობილიზებული.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ნიშნავს, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი მოჰყვა.