მიწისძვრა ქვემო ქართლში

2021-02-08 01:39:41

მიწისძვრა ქვემო ქართლში.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თბილისის დროით 01:23 საათზე, დმანისის მუნიციპალიტეტის, სოფელ სამებასთან მიწისძვრა მოხდა.

დაფიქსირდა 3.0 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.