საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე, რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით შეხვედრაში, რუსი მოწინააღმდეგეები დაამარცხა. შეხვედრა ანგარიშით 16:7 დასრულდა.
პირველი ლელო მატჩის 46-ე წუთზე, ვასილ ლობჟანიძემ დადო და ანგარიშიც გაიხსნა.
აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრას, სატურნირო თვალსაზრისით, საქართველოს ნაკრებისთვის მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან ქართველმა სპორტსმენებმა შარშან, ერთი ტურით ადრე, უკვე გაინაღდეს რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტული.