რუსთავში, მეგობრობის გამზირზე 30 წლის კაცი დაჭრეს. [ვიდეო/video]
როგორც "ინფო რუსთავს" თვითმხილველებმა განუცხადეს, დაჭრას წინ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა, რომელშიც 4 ახალგაზრდა კაცი მონაწილეობდა.
სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ ერთ-ერთმა პირმა 30 წლის კაცს ცივი იარაღით ბარძაყის არეში 2 ჭრილობა მიაყენა.
დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა. დანარჩენი სამი პირი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 30 წლის კაცს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აქვს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.