სოფელ ცხვარიჭამიაში მკვლელობა მოხდა. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, მოკლულია 42 წლის მამაკაცი. კაცს სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში, ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
მომხდართან დაკავშირებით სხვა დამატებითი დეტალები უცნობია. ადგილობრივებს მოტივებზე საუბარი უჭირთ.
როგორც “ინფო რუსთავს” შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.