ხანძარი გარდაბნის მუნიციპალიტეტში.
რუსთავთან ახლოს, სოფელ ყარაჯალარში სახლი დაიწვა.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ცეცხლი საცხოვრებელი სახლის სარდაფში გაჩნდა და მალევე გავრცელდა მიმდებარე ტერიტორიაზე.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი.
დაიწვა სახლში არსებული საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთები.
მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოახერხეს.