ბავშვთა კვების პროდუქტებში მძიმე მეტალები აღმოაჩინეს

2021-02-05 14:32:49

ბავშვთა კვების 4 წამყვანი კომპანიის, Nurture-ის, Beech-Nut-ის, Hain-ისა და Gerber-ის, მიერ წარმოებულ პროდუქციაში მომწამვლელი მძიმე მეტალების მაღალი შემცველობა აღმოაჩინეს.

ამერიკის კონგრესის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ კომპანიები კვების პროდუქტებში ბავშვებისთვის საშიში ნივთიერებების არსებობის შესახებ ინფორმირებულები იყვნენ, თუმცა პროდუქცია გაყიდვაში მაინც ჩაუშვეს.

ჩამოთვლილი კომპანიებიდან რამდენიმეს მიერ წარმოებული საკვები პროდუქტი საქართველოს სააფთიაქო ქსელებშიც იყიდება.

"ბავშვთა საკვები მომწამვლელი ნივთიერებების, დარიშხანის, ტყვიის, კადმიუმისა და ვერცხლის წყლის, სახიფათო დონეს შეიცავდა. საკვებში მათი შემცველობის დონე ექსპერტებისა და მმართველი ორგანორბის მიერ დაშვებულ მაჩვენებელს აღემატებოდა",- განაცხადა დემოკრატიული პარტიის კონგრესმენმა რაჯა კრიშნამურთმა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას დარიშხანი, ტყვია, კადმიუმი და ვერცხლის წყალი ბავშვებისთვისა და ახალშობილებისთვის 10 ყველაზე საშიშ ნივთიერებათა სიაში აქვს შეტანილი.

ყველა ეს მძიმე მეტალი დაკავშირებულია ისეთი დაავადებების წარმოქმნასთან როგორებიცაა: კიბო, ქრონიკული დაავადებები და ნეოროტოქსიკურ ეფექტები.

მძიმე მეტალები განსაკუთრებით დამანგრეველ ზიანს განვითარების ფაზაში მყოფ ბავშვის ტვინს აყენებს.

მიუხედევად იმისა, რომ ბავშვთა საკვები შეიცავდა დასაშვებ ნორმაზე 91-ჯერ მეტ არაორგანულ დარიშხანის, 177-ჯერ მეტ ტყვიის, 69-ჯერ მეტ კანდმიუმსა და 5-ჯერ მეტ ვერცხლის წყლის დონეებს, კომპანიებმა პროდუქცია გაყიდვებში მაინც ჩაუშვეს.

ბავშთა საკვების მწარმოებელ კომპანიებში აცხადებენ, რომ ისინი ყველა სტანდარტს იცავენ და გამოძიების შედეგად გამოკვლეული პროდუქცია სრული პროდუქციის ძალიან მცირე ნაწილი იყო, რის გამოც შედეგები არარეპრეზენტატულია.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები