იქნება თუ არა საქართველოში ვაქცინაცია ნებაყოფლობითი

2021-02-05 14:32:43

საქართველოში ვაქცინაცია ნებაყოფლობითი იქნება - ამის შესახებ მთავრობის მიერ დამტკიცემულ ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაშია ნათქვამი.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში ვაქცინაცია თებერვლის ბოლო კვირიდან დაიწყება.

როგორც მან ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, შერჩეულია 10 კლინიკა, სადაც ვაქცინაცია ჩატარდება და ასევე, შერჩეულია სარეზერვო კლინიკებიც.

"ვაქცინას, როგორც იცით ველოდებით. პირველ ეტაპზე უნდა შემოვიდეს “ფაიზერის” ვაქცინა, დათქმული ვადები არის თებერვლის მეორე ნახევარი, ვფიქრობთ, რომ თებერვლის ბოლო კვირიდან გვექნება ვაქცინა ქვეყანაში და შევძლებთ, რომ დავიწყოთ ვაქცინაცია. შეირჩა კლინიკები, 10 კლინიკაა და არის ასევე სარეზერვო რამდენიმე კლინიკა, სადაც დაიწყება ვაქცინაციის პროცესი. “ფაიზერზე” ვსაუბრობთ და აქ ვაქცინაცია მოხდება დიდ საავადმყოფოებში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. თბილისში შერჩეულია 7 კლინიკა, ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფო და ქუთაისში ორი კლინიკაა ამ ეტაპზე შერჩეული. მიმდინარეობს მათი პერსონალის ტრენინგი და მომზადება, რომ მზად იყვნენ ვაქცინაციის დასაწყებად”, - განაცხადა გაბუნიამ.