2021-02-05 12:54:43
სამართალდამცველებმა კოსტა-რიკაში 2 ტონა კოკაინი ამოიღეს. ნარკოტიკული საშუალება ერთ-ერთ პორტში ანანასისთვის განკუთვნილ სატვირთო კონტეინერში ნახეს.
არსებული ინფორმაციით, კოკაინის 2 ათასი ცალი შეკვრა ბელგიაში ტრანსპორტირებისთვის იყო განკუთვნილი.