განათლების სამინისტროს განმარტება პირბადის ტარებაზე

2021-02-05 12:30:54

მოსწავლეების მიერ სკოლის სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო არ იქნება. ამის შესახებ განათლების სამინისტროში განაცხადეს, თუმცა უწყებაში განმარტავენ, რომ ბავშვებს ნიღბის ტარება სურვილის მიხედვით შეეძლებათ.

„სკოლაში პირბადის ტარება სავალდებულო არ არის არც ერთი კლასისთვის, თუმცა, აკრძალულიც არ არის და მოსწავლეებს შეუძლიათ ატარონ“, - აცხადებენ სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის რუსთავში, თბილისსა და ქუთაისში სკოლები 15 თებერვლიდან მუშაობას საკლასო ოთახებში განაახლებენ.

ასევე მშობლებსა და ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა ონლაინ-სწავლება აირჩიონ.