გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გარეჯვარში, 65 წლის კაცი სარწყავ არხში გარდაცვლილი ნახეს.
ადგილობრივების თქმით, კაცი სახლიდან გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა, ოჯახი კი, მას ამ ხნის განმავლობაში ეძებდა.
გარდაცვლილი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 116 მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.