ტერაქტი კიევში (ვიდეო)

2017-06-27 12:49:27

დღეს კიევში, სოლომენსკის რაიონში, გადაადგილების დროს ავტომობილი აფეთქდა. აფეთქება სოლომენსკის და მეხანიზატოროვის ქუჩების გადაკვეთაზე მოხდა. ინციდენტი დაცვის კამერებმა დააფიქსირეს. აფეთქების შედეგად ავტომობილის მძღოლი გარდაიცვალა, 2 ადამიანი კი დაშავდა. ინფორმაცია უკვე გადაეცა სამართალდამცავ ორგანოებს. ტელეკომპანია «112 Украина» ადასტურებს, რომ ავტომობილი „მერსედესის“ მარკის იყო. საქმეზე გამოძიება ტერაქტის მუხლით დაიწყო. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპული სამხედრო მოსამსახურე იყო. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამაშველო დახმარების ეკიპაჟი, ექსპერტი-კრიმინალისტების და საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფები. სხვადასხვა მედია საშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას რომ მანქანაში სპეციალური დანიშნულების რაზმის უფროსი იმყოფებოდა. ნახეთ ვიდეო.