ფოთში შუახნის მამაკაცი ჩაცხრილეს. გავრცელებული ინფორმაციით, კაცს ცეცხლი "ტოიოტას" მარკის ავტომანქანიდან გაუხსნეს.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
მიღებული ჭრილობების გამო, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.